ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომების შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
დოქტორანტების თამთა ჭრიკიშვილისა და ლელა ფოცხვერაშვილის 28.07.2022 განცხადებების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საფაკულტეტო სავალდებულო საგანში ,,კვლევის მეთოდოლოგია სოციალურ მეცნიერებებში“ სტუდენტების, თამთა ჭრიკიშვილისა და ლელა ფოცხვერაშვილის ფინალური საგამოცდო ნაშრომების შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო დურგლიშვილი- ასოცირებული პროფესორი; კომისიის თავმჯდომარე;
- ხათუნა მაისაშვილი– ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი
- დავით მაცაბერიძე – ასოცირებული პროფესორი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომები შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სამეცნიერო განვითარებისა და კვლევების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.